

ბაღდათი-ხარაგაულის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში 15 საათისთვის ამომრჩეველთა 38%-მა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ამომრჩევლების აქტიურობა აღინიშნა ხარაგაულის საარჩევნო ოლქის შემდეგ უბნებში – ისლარი (64.85%), დიდვაკე (61.94%), მაქათუბანი (61.46%), ბაზალეთი (61.40%).
ცესკოს ინფორმაციით, 15 საათისთვის იმერეთის რეგიონში არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების ყველაზე მაღალი (47,82%) მაჩვენებელი ხარაგაულში ფიქსირდება.
15 საათისთვის ბორითში, კიცხში, ხევში ამომრჩეველთა მცირე ნაწილი იყო საარჩევნო უბნებში მისული.
ბორითის საარჩევნო უბანზე 15 საათისთვის საკუთარი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველთა 35.95 %-მა, კიცხში – 38,37%-მა, ხევში – 38.86%-მა.
ბაღდათის ოლქში ამომრჩეველთა აქტიურობა აღინიშნა შემდეგ უბნებზე: მეორე ობჩა (42,56%); ბაღდათის #1 (37.21%); დიმი (36.02%); ბაღდათის #2 (35.84%);
ყველაზე დაბალი აქტივობა ბაღდათის ოლქში დაფიქსირდა ხანის (25.31%), ზედა ზეგანისა (27.50%) და ქვედა ზეგანის (26.35%) უბნებზე.
12 საათისთვის ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში თავისი არჩევანი ამომრჩეველთა 23,6 %-ს ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო 10 საათისთვის – 9.53 %-ს.
თამთა გოგოლაძე
ჩემი ხარაგაული
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის