

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ძირულას საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა.
ამ ფაქტის გადამოწმებას შევეცადეთ. ძირულას საარჩევნო უბანზე „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა ვანო გაჩეჩილაძემ გვითხრა, რომ სოფელ წევიდან ძირულას უბანში მისულ მოხუც ქალბატონს, კომისიის გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევდნენ.
მას შემდეგ, რაც საიას წარმომადგენელმა ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა, კომისიამ ქალბატონი უკან გააბრუნა. მას ხმა არ მიუცია, თუმცა საჩივარი დაიწერა.
ნინო კაპანაძე
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის