ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, გრძელდება პროექტი „ქართული კინონოსტალგია.“ ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს მაყურებელმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ნახა ოთარ იოსელიანის ფილმი „გიორგობისთვე.“
ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხუთშაბათს, საჩხერეში გაიმართა „მრავალჟამიერის ფესტივალი.“ ფესტივალში მონაწილეობდა ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ხალხური სიმღერების ანსამბლი (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე).
კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, კვირას, ქუთაისში, კაფეში „ფოე-ფოე“ გაიმართება ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრა. ხარაგაულიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია ახალგაზრდა პოეტი გიორგი გოგოლაძე.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი