

ხარაგაული-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტიიდან „ქართული ოცნება“ კობა ლურსმანაშვილმა საკუთარი არჩევანი 10:30 საათზე დააფიქსირა.
თეთრაწყაროს საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან ერთად მივიდა.
შეკითხვაზე, თუ რას მისცა მან ხმა საკუთარი არჩევანით, კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა, – „განვითარებას, აღმშენებლობას, სტაბილურობას, სიმშვიდეს.“
ის კანდიდატის სტატუსით არჩევნებში მეხუთედ მონაწილეობს, – ორჯერ აირჩიეს საკრებულოს წევრად, ერთხელ, 2014 წელს – გამგებლად. ასევე მონაწილეობდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ბაღდათი-ხარაგაულის დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების