

ხარაგაულის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთი 10 საათის შემდეგ გავიდა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, გადასატანი ყუთი უბნიდან დილის 9 საათის შემდეგ გადის.
მარელისის საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა, კომისიას გადასატანი ყუთით ხმის მიმცემ ყველა ამომრჩეველთან მისვლის დრო აღარ დარჩეს და მხოლოდ მათთვის სასურველ ოჯახებში მივიდნენ.
ამიტომ სასურველი იყო, რომ ყუთი უბნიდან 9 საათის დადგომისთანავე გასულიყო.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში გადასატან ყუთზე ხმის მიმცემთა რაოდენობა დიდია და დადგენილ 3 პროცენტს ყველა უბანში აღემატება.
საღანძილისა და დიდვაკის საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ელისო კიკნაძე და თამარ მაღრაძე აცხადებენ, რომ მაინც ყველგან მიასწრებენ მისვლას.
ნინო კაპანაძე
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის