

ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #3 ბაზალეთის უბანზე საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
საუბნო კომისიის მდივანი ფიქრია ტალახაძე განმარტავს, რომ პირველმა ამომრჩეველმა უბანი საკონტროლო ფურცლებზე ხელმოწერის გარეშე დატოვა.
კომისიის ცამეტივე წევრი ადასტურებს, რომ ამომრჩეველს მდივანმა შეახსენა ხელმოწერა, მაგრამ ის მაინც გავიდა უბნიდან.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, საჩივარი განსახილველად ბაღდათის საარჩევნო კომისიაში გადააგზავნეს.
მისივე თქმით, ეს დარღვევა უბნის შედეგების ბათილობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს. შესაძლოა, ამ გადაცდომის გამო, კომისიის თავმჯდომარეს დააკლონ ხელფასი.
კომისიის თავმჯდომარე ინგა გლუნჩაძე მთლიანად იზიარებს ამ პასუხისმგებლობას.
ნინო კაპანაძე
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის