გასულ პარასკევს ხარაგაულში „სოკარჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე, „იმერეთგაზის“ მთავარი ინჟინერი შოთა ჯაჯიაშვილი და „იმერეთგაზის“ მშენებლობის უფროსი ვახტანგ სამხარაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ ჭიპაშვილსა და პარლამენტარ ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ხარაგაულში გაზიფიკაციის საკითხები.
ამჟამად მიმდინარეობს გაზიფიცირების მეორე ეტაპი. „სოკარჯორჯია გაზი – იმერეთის“ ზესტაფონი-ხარაგაულის უბნის წარმომადგენლის მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, „15 ნოემბრამდე მოხდება 9 აპრილის ქუჩისა და ამავე ქუჩის ჩიხების, გალაკტიონის, ჭავჭავაძის ქუჩების გაზიფიცირება; ასევე 15 ნოემბრამდე იგეგმება რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ორი მრავალბინიანი კორპუსის, გიმნაზიის მოპირდაპირედ მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, მდინარე ჯიხველას ორივე მხარეზე მცხოვრებთა საცხოვრებელი სახლების (ყოფილ ფურნემდე) გაზიფიცირება.
ჩვენი ერთადერთი შესაძლო დაბრკოლებაა ამინდი. დარიანი ამინდების შემთხვევაში, შესაძლოა, 15 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდეს სამუშაოები.“
მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, მოსახლეობას მიეცემა განვადებით სარგებლობის შესაძლებლობა.
„სოკარჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძის ინფორმაციით, გაზიფიცირების მესამე ეტაპი ხარაგაულში 2014 წლის გაზაფხულზე გაგრძელდება.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ