

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
გიმნაზიის რვა საკლასო ოთახში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, გაილესა კედლები, შეიცვალა ჭერი და იატაკი, ამჟამად იღებება კედლები.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე), ინფორმაციით, „სასულიერო გიმნაზიის სარემონტო სამუშაოებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო. რამდენიმე კომპანია შემოწირულობით დაგვეხმარა. მაგალითად, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ რკინის მასალები მოგვაწოდა. გვერდში დაგვიდგა ბატონი ირაკლი ებანოიძე. რომ არა მისი თანადგომა, უმოკლეს ვადაში შენობის გარემონტებას ვერ შევძლებდით.“
მეუფე მელქისედეკის ინფორმაციით, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში სწავლა ერთ კვირაში, 17 ოქტომბერს, დაიწყება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების