

პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ მაჭავარიანმა, რომელიც პარტიიდან „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ კენჭს იყრის, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქარიქედში მცხოვრები თ. შ. საარჩევნო ხმებს „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის დავალებით, შვილიშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების სანაცვლოდ, აგროვებს.
განცხადების გავრცელებისთანავე რედაქციაში დაგვიკავშირდა პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე. მან აღნიშნული ფაქტი უარყო და ამის დასამტკიცებლად გვთხოვა გავსაუბრებოდით ბავშვის დედას, რომელიც იმჟამად „ქართული ოცნების“ შტაბში იმყოფებოდა.
ბავშვის დედამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მამამისი 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი, უბნის კოორდინატორია და ამომრჩეველთან პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.
მანვე აღნიშნა, რომ მისი შვილის უცხოეთში მკურნალობას ჯანდაცვის სამინისტრო და ბავშვთა ფონდები აფინანსებენ და მისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკასთან დაკავშირება ყოვლად მიუღებელია.
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის