

4 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლის პედაგოგიური კოლექტივები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები, ააიპ-ების, საჯარო სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატებთან შეხვედრაზე მიიწვიეს.
შეხვედრის მონაწილეები წინასწარ ინფორმირებულები იყვნენ, რომ მათ პოეტი დავით მაღრაძე შეხვდებოდა.
შეხვედრა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის დარბაზში გაიმართა.
ღონისძიება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ გახსნა. მან პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა, მათი პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილთ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენა.
შეხვედრის მონაწილეებს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, ააიპ „ლიტერატურული თეატრის“ დირექტორი იზა ვეფხვაძე, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია მიესალმენ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
დარბაზში შეკრებილთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგნენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის