

დღეს, 3 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ამიერიდან საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიცხის ზონის მოსახლეობაც ისარგებლებს. ეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რიგით მესამეა, ხევისა და ღორეშას საზოგადოებრივი ცენტრების შემდეგ.
საზოგადოებრივი ცენტრი მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
კიცხის საზოგადოებრივ ცენტრში, ამ ზონის მცხოვრებლები არა მხოლოდ საჯარო სერვისებით არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებითაც ისარგებლებენ, რაც პენსიონერებს – პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, კიცხის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში რიგით მეორმოცე ცენტრია.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თამთა გოგოლაძე

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი