

ა/ო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ პროექტის – „იცოდე მეტი არჩევნების შესახებ“ – ფარგლებში ხარაგაულში 30 სექტემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ხარაგაულში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მულტიმედია ცენტრის „ჩემი ხარაგაული“ ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ სიახლეებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის აკრედიტაციის წესებზე ისაუბრა.
ნინო ხუხუას ინფორმაციით, მათი ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცზე მეტ სოფელში შეხვდნენ.
„მოქალაქეებს გავაცანით ხმის მიცემის პროცედურები, დავურიგეთ საინფორმაციო მასალები, – აღნიშნა ნინო ხუხუამ, – ამომრჩევლისთვის ძალიან საინტერესო იყო არჩევნების დღის სიმულაცია.“
ნინო ხუხუა მიიჩნევს, რომ მოქალაქეებში პოზიტიური განწყობაა იმ კუთხით, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივლენ არჩევნებზე და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.
საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში გაიმართა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი