

რამდენიმე კვირაში საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. სახელმწიფო მოწყობის რომელი მოდელით განვითარდება საქართველო უკეთ, რა გაკეთდა და რა პროექტები უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებიდან მიგრაციის შესაჩერებლად, რა მნიშვნელობა აქვს მრავალპარტიულობას, – ამ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მივმართეთ.
-სახელმწიფოს მოწყობის რომელი ფორმაა ყველაზე ეფექტური და სასარგებლო საქართველოსთვის – საპარლამენტო მმართველობა, საპრეზიდენტო მმართველობა თუ მმართველობის გერმანული მოდელი, როცა არჩეულ დეპუტატს შეუძლია იმუშაოს მინისტრის თანამდებობაზე?
მოუსმინეთ, რას გვპასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე.
– ხარაგაულის სოფლებში საბავშვო ბაღები ისეთ სოფლებში აშენდა, სადაც საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა, გზები დაიგო ისეთ სოფლებში, სადაც მოასფალტებული გზა აქამდე არასდროს ყოფილა. ამით, მოსახლეობა, რა თქმა უნდა, კმაყოფილია.
თუმცა, მაგალითად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გზა მოასფალტდა, ოთხ სოფელში სასკოლო ასაკის ათი ბავშვი ვერ მოიძებნა, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფი გახსნილიყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში, 1968 წლის შემდეგ პირველად, სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი აღარ დაირეკა, რადგან სკოლაში მოსწავლე აღარ დარჩა.
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა მეტია ბოლო აღწერის შედეგად დაფიქსირებული მოსახლეობის რაოდენობაზე. ეს ხარაგაულიდან მოსახლეობის მიგრაციაზე მიგვანიშნებს. ადამიანები ხარაგაულიდან, ძირითადად, სამუშაოს საძებნელად მიდიან.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებით ხარაგაულელი გლეხი სარგებელს ვერ პოულობს, რადგან ნიადაგი მწირია.
ერთადერთი ნათელი წერტილი მაღალმთიანი სოფლების შეღავათებია. მაღალმთიან სოფელ წიფის სკოლაში სხვა მუნიციპალიტეტში წასული ხუთი მოსწავლე დაბრუნდა. თუმცა, ხარაგაულის 78 სოფლიდან მხოლოდ შვიდი სოფელია მაღალმთიანის სტატუსის მქონე.
თუ არსებობს რაიმე ხედვა, გეგმა და პროგრამა, რომელიც ხარაგაულის მსგავსი მუნიციპალიტეტებიდან წასულ მოსახლეობას უკან თუ არ დააბრუნებს, მიგრაციის პროცესს შეაჩერებს მაინც.
გაეცანით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოსაზრებას ამ თემაზე.
-პირველ ნოემბერს იწურება ვადა, როცა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, შესაძლოა, ისევ დადგეს. რატომ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი?
რა აზრის ბრძანდება ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე – იხილეთ ვიდეოში.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის