

სპეციალურად ამ დღისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, გამართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი.
ღონისძიებაზე, რომელსაც IDFI უკვე მე-7 წელია მართავს, განხილულ იქნა 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები, ძირითადი ტენდენციები და სასამართლო პრაქტიკა.
ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის თაობაზე, ასევე იმის შესახებ, თუ რომელი საჯარო დაწესებულებები აღმოჩნდნენ ყველაზე ღია და ყველაზე დახურული, 2016 წლის შედეგების მიხედვით, გაეცანით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი