

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი ქუთაისში გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:
ეპილეფსიის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაროქსიზმული მდგომარეობების მქონე ყველა ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია სახელმწიფო პროგრამით.
ერთჯერადად უფასოდ ჩაუტარდება
– ნევროლოგის კონსულტაცია;
ბენეფიციარებისთვის, ეჭვით ეპილეფსიის არსებობაზე, დამატებით იწარმოებს:
-პილეფტოლოგის კონსულტაცია;
-ელექტროენცეფალოგრაფიული (ეგ) კვლევა;
-ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება.
ეპილეფსიის მქონე პირებს მიეცემათ მკურნალობის ინდივიდუალური სქემები და რეკომენდაციები; ჩაუტარდებათ საგანმანათლებლო საუბარი დაავადების სამედიცინო და ფსიქოსოციალურ საკითხებზე.
შიდა სტანდარტის ფარგლებში
-ბავშვებსა და მოზრდილებში ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკა და მართვა
-თავის/წელის ტკივილი და ნეიროპათიები;
-მოძრაობების დარღვევები და პარკინსონის დაავადება;
-პოსტ-ტრავმული მდგომარეობები და
-ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევები.
ეპილეფსიის მქონე ქალებისთვის წარმოებს კონსულტაციები:
-ორსულობის დაგეგმვის;
-ორსულობის ეპილეფსიისა და ანტიკონვულსანტების მონიტორინგის;
-მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდის მართვის საკითხებზე.
ელექტროფიზიოლოგიური კვლევები:
-ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ);
-ელექტრონეირომიოგრაფია (ემგ);
ბავშვებისა და მოზრდილებიდ სრული ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა
-მეტყველების და მეხსიერების დარღვევები;
-ქცევისა და დასწავლის პრობლემები;
-აუტიზმი და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევები.
ბავშვებისა და მოზრდილების ნეირორეაბილიტაცია
-აუტიზმი და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევები
მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #70, ტელ.: (0431) 24 08 70
ელ-ფოსტა: info@nn.org.ge
ვებგვერდი www.inn.org.ge
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება
9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის