

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლებისთვის 23-26 სექტემბერს ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგში ხარაგაულის საჯარო სკოლების 14 სპეცმასწავლებელი მონაწილეობდა.
მასწავლებელთა სახლის ტრენერის, ნათია ნიაურის ინფორმაციით, სპეცმასწავლებლებმა ტრენინგზე პორტფოლიოს შედგენა შეისწავლეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა მეთოდებსა და სტრატეგიებს გამოიყენებენ მასწავლებლები სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, – ამბობს ნათია ნიაური, – შეფასებისას მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა გამოჩნდეს.“
სპეცმასწავლებლებმა მოსწავლეებთან მუშაობის ორი ახალი მეთოდი – მულტიმოდალური და კეთებით სწავლების მეთოდები განიხილეს. მათი გამოყენება ცდისა და შეცდომის გზით სწავლებას გულისხმობს, რითაც მოსწავლე სწორ დასკვნამდე მიდის და შესწავლილი მასალა უფრო კარგად ამახსოვრდება.
ნათია ნიაური მოხარულია, რომ ხარაგაულელი მასწავლებლები მოტივირებულები არიან და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისადმი დამოკიდებულება სწორად ესმით.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი მარინე ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ტრენინგზე დაგეგმილი აქტივობებით, საბოლოოდ, კარგი შედეგი უნდა მიიღონ.
მოლითის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ირმა გაბუნია ამბობს, რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნით მათი პედაგოგიური გამოცდილება იხვეწება.
ირმა მასწავლებლის თქმით, ინდივიდუალური პორტფოლიოს საშუალებით ნათლად გამოჩნდება, მოსწავლესთან როგორი მიდგომა ჯობია და რა უნდა შეცვალონ წარმატების მისაღწევად.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი