

„საქართველოს მოხალისე“ – ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულელი მოხალისეების ორგანიზებით ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მულტიმედია ცენტრის „ჩემი ხარაგაული“ რედაქციას ვესტუმრეთ.
„ერთი დღე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან“, – ასე ვუწოდეთ ჩვენს იმდღევანდელ აქტივობას, რომლის დროსაც გავეცანით ბიბლიოთეკასა და რედაქციაში მომუშავე პიროვნებების პროფესიას.
ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ გვიამბეს. ბიბლიოთეკასთან მოქმედი ინოვაციების ცენტრის სიახლეებს გავეცანით. დავათვალიერეთ წიგნთსაცავი. ბიბლიოთეკარებმა გვიამბეს თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
შემდეგ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გადავინაცვლეთ. ჟურნალისტის პროფესიის შესახებ „ჩემი ხარაგაულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი ლაურა გოგოლაძე გვესაუბრა. ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჟურნალისტების საქმიანობის შესახებ, დავათვალიერეთ რედაქცია და გავეცანით მისი მუშაობის პრინციპს.
სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მოხალისეებს მომავალში პროფესიის არჩევაში დაგვეხმარება. ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ თითოეული პროფესიის ძლიერი მხარეები და სამუშაოსთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც კონკრეტული პროფესიის ადამიანებს ხვდებათ.
მოხალისეები „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში გაზეთის ახალი ნომრით დაგვასაჩუქრეს.
ხარაგაულელმა მოხალისეებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში პროექტ „საქართველოს მოხალისეს“ შესახებ 22 სექტემბერს გამართეს პრეზენტაცია ახალგაზრდებისათვის ამ პროექტის თაობაზე ინფორმაციის მისაწოდებლად.
ეს პრეზენტაციები მიზნად ისახავდა პროექტის „საქართველოს მოხალისეს“ პოპულარიზაციას, რაც მოხალისეთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. შეხვედრამ ნამდვილად გაამართლა და ხარაგაულელ მოხალისეთა კლუბს ახალი წევრები შეემატა.
პროექტი „საქართველოს მოხალისე“ სპორტისა და ახალგაზრდული სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდთან“ თანაპარტნიორობით ხორციელდება და ახალგაზრდების მიერ საკუთარ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების მოხალისეობრივად გაკეთებას ისახავს მიზნად.
გვანცა ბერაძე




ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი