

დიდვაკის დასახლებაში გამავალი გზის სარეაბილიტაციოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ გამარჯვებული გამოავლინა.
შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენ“ აღნიშნული გზის რეაბილიტაციას 915 000 ლარად გეგმავს.
ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, – შპს „ბელ-ბაუ“, შპს „ნიუ ქასთელ ქონსთრაქშენ“ და შპს „ჰედეფ ჯორჯია“. გამარჯვებული 21 სექტემბერს გამოვლინდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55) ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სოფელ დიდვაკის ტერიტორიაზე გამავალი სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 837 მეტრია.
ხელშეკრულება მზადდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი