15 ოქტომბერს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის ოთხ ძირითად ნორმას აერთიანებს: კანონის პატივისცემა; სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა; გამჭვირვალობა; პროფესიონალიზმი.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, უზრუნველყონ საარჩევნო სუბექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას და ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
„ეთიკის კოდექსი საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს გათავისებული, გამოიყენოს მუშაობის პროცესში და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს ხარაგაულის #1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომერე თამარ წიქარიშვილი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი