

დღეს ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოში სამეუფეო წირვა ჩატარდა.
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
მეუფემ ყურადღება სახარებაში მოთხრობილ იმ იგავზე გაამახვილა, რომელშიც მეპატრონემ ვენახი მოსავლელად გლეხებს ჩააბარა. მათ კი შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს როგორც მეპატრონის ქვეშევრდომები, ასევე მისი შვილები.
„ეს იგავი მაცხოვარზეა, – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას, – ის სწორედ თავისგან გამორჩეულმა ერმა ჯვარს აცვა. ჩვენც, ყოველდღიურად, ჩვენი არასწორი ქმედებებით ჯვარს ვაცვამთ უფალს. უფალი მოყვასის სიყვარულს გვასწავლის, ჩვენ კი მის მცნებებს არ ვასრულებთ. ცოდვების შენდობა და სულიერი სიმტკიცე, – აი, რას უნდა ვთხოვდეთ უფალს ყოველდღე.“
მეუფე მელქისედეკმა მომავალი თაობის ღვთის მცნებებით აღზრდის მნიშვნელობასა და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულთა წარმატებებზე ისაუბრა.
მეუფეს თქმით, საამაყოა, რომ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ოთხმა კურსდამთავრებულმა უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. „დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი იქნება ,“ – აღნიშნა მეუფემ.
ეპარქიის მღვდელმთავარი ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განახლებასა და სასულიერო გიმნაზიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს შეეხო. მეუფემ განაცხადა, რომ ღვთის წყალობითა და კეთილ ადამიანთა თანადგომით ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება.
მეუფე მელქისედეკმა ხარაგაულის სამლოცველო სახლში საკვირაო სკოლის გახსნა აკურთხა.
„ეკლესიის მოძღვარ მამა ანტონის ინიციატივით საკვირაო სკოლა დაფუძნდა , – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა, – წირვის შემდეგ შეიკრიბებით ხოლმე და მოძღვართან რელიგიურ თუ თქვენთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე ისაუბრებთ.“
მეუფეს სურვილია, რომ სამომავლოდ საკვირაო სკოლაში დაინტერესებულ პირებს გალობა, მედავითნეობა და ხელსაქმე შეასწავლონ.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის