

ამ წუთებში ხარაგაულელი პირველკურსელებისათვის რესტორან „თუთებში“ საზეიმო კაფე-საღამომიმდინარეობს.
80-ზე მეტი პირველკურსელისთვის საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ტურიზმის ცენტრისა და გამგეობის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა.
„თუთებში“ შეკრებამდე ახალგაზრდები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მიიწვიეს და საზეიმოდ დაულოცეს გზა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი), გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ, პედაგოგმა ზეინაბ ბუაჩიძემ, გამგებლის მრჩეველმა მამუკა ჭიპაშვილმა, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგმა თინათინ ბოჭორიშვილმა, მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ.
პირველკურსელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სტუდენტობით მინიჭებული სიხარული, მადლიერება მასწავლებლების, მშობლებისა და ყველას მიმართ, ვისაც მათ წარმატებაში წვლილი მიუძღვის.
ახალგაზრდებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ სტუდენტობის წლებს „რიგიანად მოიხმარენ“, პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან და ამისთვის თავიანთ ნიჭს, უნარსა და შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ.





ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი