

დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ეს დღე ტრადიციული ღონისძიებით აღნიშნეს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში. ახალ სასკოლო ფორმებში
გამოწყობილი მოსწავლეები სიხარულით ესალმებოდნენ თავიანთ თანატოლებსა და პედაგოგებს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენრის უფროსმა დავით კიკნაძემ.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გასულ სასწავლო წელს სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლის საუკეთესო პედაგოგები.
ღონისძიების ბოლოს პირველკლასელებმა სკოლის ეზოში საქართველოს დროშა აღმართეს და სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარიც გაისმა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი