28-29 სექტემბერს, ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოში ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ და ა(ა)იპ „საქართველო – დევნილთა მხარდაჭერისათვის“ ინიციატივით ჩატარდა აქცია სახელწოდებით: „ჩვენ თქვენთან ვართ“. ღონისძიების მიზანი გახლდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დევნილების, რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო–პროფილაქტიკული გასინჯვები. ხარაგაულელმა პაციენტებმა ისარგებლეს პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ლაბორანტის, ექოსკოპისტის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის მომსახურებით.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ა(ა)იპ „საქართველო – დევნილთა მხარდაჭერისათვის“ ვიცე პრეზიდენტის, მაია ბერაძე-ჯონსონის ინფორმაციით, ექიმებმა ხარაგაულში 1 200-ზე მეტი პაციენტი მიიღეს. როგორც ქალბატონი მაია ამბობს, 60 შემთხვევიდან 53 პაციენტს სმენის პრობლემა დაუდგინდა და ყველა მათგანი საჭიროებს სპეციალურ აპარატს. მისივე თქით, ხარაგაულში ხშირია ძვალსახსროვანი და გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ენდოკრინოლოგიური დარღვევები.
„ექიმები ღამის ათ საათამდე იღებდნენ პაციენტებს, – ამბობს მაია ექიმი, – 72 პაციენტი მიიღო დერმატოლოგმა, საკმაოდ დიდი რიგები იყო ექოსკოპისტთან, გინეკოლოგთან და კარდიოლოგთან, დიდი დატვირთვით იმუშავა ლაბორატორიამ. მინდა გითხრათ, რომ ანემიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველა ექიმი ძირეულ ანალიზს გააკეთებს. შემდგომი კვლევის საკითხია, თუ რა არის გამოვლენილი დაავადებების გამომწვევი მიზეზები. ჩვენ საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები დავუნიშნეთ და საჩუქრად გადავეცით პაციენტებს.
რაც შეეხება სმენის აპარატებს, ყველას, ვისაც აპარატი სჭირდება, ავუღეთ ზომა. შვედეთში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან გავაგზავნეთ მონაცემები და აუდიოგრამის საფუძველზე ყველა მათგანს დაუმზადებენ სმენის აპარატს. ასე რომ, ხარაგაულში ისევ უნდა ჩამოვიდეთ.“
„საქართველო – დევნილთა მხარდაჭერისათვის“ ვიცე პრეზიდენტი მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს ინგა მაღრაძეს და რუსუდან გურგენიძეს, მაჟორიტარ დეპუტატს, მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას და რაიონული საავადმყოფოს დირექციას თანადგომისთვის.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ