

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 სექტემბერს განახლდა. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 550 აღსაზრდელია. მათგან საბავშვო ბაღში წელს პირველად 150-მა აღსაზრდელმა შეაბიჯა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე ახლახან იმყოფებოდა ტრენინგზე, რომელიც ლიდერობის თანამედროვე ხედვას შეეხებოდა. ტრენინგზე ასევე მოისმინეს იმ სიახლეების შესახებ, რაც საბავშვო ბაღებში სამომავლოდ იგეგმება.
სიახლეა ის, რომ ჯგუფის აღმზრდელის სტატუსი შეიცვლება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსით. ისინი გაივლიან საფუძვლიან გადამზადებას. ასევე გადამზადდებიან ჯგუფის ძიძებიც და ისინი კონკურსის წესით დაინიშნებიან.
საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ სასკოლო მზაობის ჯგუფების ამოქმედებას გეგმავს ხარაგაულში (#2 საბავშვო ბაღში) და ნადაბურში.
ირმა სებისკვერაძის თქმით, სასკოლო მზაობის ჯგუფი სამომავლოდ ყველა ბაღში უნდა ამოქმედდეს. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში მოქმედ სასკოლო მზაობის ჯგუფში აღსაზრდელებს იქნება სამჯერადი კვება; ხოლო ნადაბურში – 3-4 საათიანი სწავლება კვების გარეშე.
ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, გარემონტდა ხარაგაულის #2, მოლითისა და ხევის საბავშვო ბაღები. 2017 წელს იგეგმება ახალი საბავშვო ბაღების გახსნა სოფელ წიფასა და ღორეშაში.
გაერთიანებაში შემავალი ყველა საბავშვო ბაღისათვის სამზარეულოს ალუმინის ინვენტარი უჟანგავი ლითონის ინვენტარით შეიცვალა. იგეგმება სათამაშოებისა და ბიბლიოთეკის განახლება.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი