

როგორ ემზადებიან ხარაგაულელი მოსწავლეების მშობლები ახალი სასწავლო წლისათვის, ფინანსურად რამდენად მძიმეა მათი ოჯახებისათვის სასკოლოდ შვილების მომზადება, – ამ შეკითხვებით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.
თამარ იჩქიტიძე: -სკოლებში ფორმები შემოიღეს და სახელმძღვანელოებსაც უფასოდ გვირიგებენ. ამიტომ სასკოლო სამზადისის ხარჯები შემცირდა. ჩემი შვილი მეთერთმეტე კლასშია და შარშან შეძენილ სასკოლო ნივთებს გამოიყენებს.

მაია კიკნაძე: -ჩემი უფროსი შვილი, მარიამი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეა. რადგან სახელმძღვანელოებსა და ფორმას სკოლა უზრუნველყოფს, მხოლოდ რვეულებსა და სასკოლო ნივთებში დამჭირდება თანხის გადახდა.
მეორე შვილი, თენგო, გიმნაზიაში სწავლობს და ალბათ მასაც მისცემენ სახელმძღვანელოებს. ასე რომ, წელს არა მგონია, სკოლისათვის მოსამზადებლად ბევრი დანახარჯი გვქონდეს.

ქეთევან ხარაძე: -ჩემმა შვილმა ხარაგაულის გიმნაზიაში თეთრი პერანგითა და შავი შარვლით უნდა იაროს. ამიტომ სასკოლოდ მრავალფეროვან ტანსაცმელს აღარ ვყიდულობ. იმედი მაქვს, სახელმძღვანელოებს სკოლაში დაგვირიგებენ.
წიგნები, რომლებიც სკოლაში არ ექნებათ, აუცილებლად უნდა შევიძინოთ. ამას ემატება სასკოლო ნივთების შეძენა, რაც, ოჯახის ყოველდღიურ ხარჯებთან და გადასახადებთან ერთად, ბევრი ხარაგაულელი ოჯახისათვის მძიმე ტვირთია.

გიზო ბუაჩიძე: -სასწავლო პროცესისათვის შეძლებისდაგვარად ვემზადებით. როცა საქმე სწავლას ეხება, დანახარჯებს აღარ ვანგარიშობ. ისე, თანდათან ყველაფერი ძვირდება და ცხოვრება ჭირს.

თეიმურაზ ხიჯაკაძე: -სასწავლო პროცესისათვის აქტიურად ვემზადებით. შვილებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი უნდა შევუძინოთ. სახელმძღვანელოებს სკოლაში ურიგებენ და ეს ძალიან დიდი შეღავათია. ერთი ბავშვის სასკოლოდ მომზადება დაახლოებით 100 ლარი დამიჯდება. ეს ჩემი ოჯახისათვის საკმაოდ მძიმე ტვირთია, რადგან სასკოლო ასაკის ორი ბავშვი მყავს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი