

15 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი აღარ დაირეკება, რადგან ვანის სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს.
ვანში სკოლა 1968 წელს გაიხსნა. 1972 წელს ამ სკოლაში 112 მოსწავლე სწავლობდა, გასულ სასწავლო წელს – სამი.
სკოლა, მოსწავლეთა სიმცირის გამო, 2005 წლიდან საღანძილის საჯარო სკოლასთან იყო ოპტიმიზირებული.
სკოლის შენობა 2006 წელს გარემონტდა.
საღანძილის სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ახალი სასწავლო წელი მისთვის დიდი გულისტკივილით – ვანში სასწავლო კორპუსის გაუქმებით – იწყება.
„ვანის სკოლის სამივე მოსწავლე სასწავლებლად სხვა სკოლებში გადავიდა, – ამბობს ვარდო ჭიპაშვილი, – ფაქტობრივად, სოფელში ფიზიკურად ბავშვი აღარ დარჩა. ძალიან ცუდი განცდა მაქვს. შენობაში ინფრასტრუქტურა ყოველმხრივ მოწესრიგებულია.
სკოლა რომ ფუნქციონირებდა, სოფელიც ცოცხლობდა. თუ მეტი ყურადღება არ მიაქციეს სოფლებს, ნელ-ნელა, ალბათ, სხვა სკოლებიც ვანის სკოლის ბედს გაიზიარებს.“
ვარდო ჭიპაშვილის ინფორმაციით, ვანის სასწავლო კორპუსში ექვსი მასწავლებელი იყო დასაქმებული. ჯერჯერობით, ექვსივე მათგანი უმუშევარია.

ფოტოებზე: ვანის სკოლის შენობა
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი