ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჯაფაროულისა და ისლარის -გაზიფიცირების საკითხი, შესაძლოა, მომდევნო წლების სამუშაო გეგმის შედგენის დროს განიხილონ.
ამის შესახებ „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსადმი მიწერილ წერილშია აღნიშნული.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა „სოკარ ჯორჯია გაზს“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი შეკითხვის საფუძველზე, მიმართა.
საკრებულოსგან სამინისტროში გაგზავნილ წერილში ისლარისა და ჯაფაროულის მოსახლეობის მოთხოვნა იყო დაფიქსირებული, ამ სოფლებში გაზიფიცირების შესახებ.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ენერგეტიკის სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული გეგმით ახორციელებს, – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი ა. მამმადოვი, – იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალში, რომელთა გაზიფიცირებაც განსაზღვრულია მიმდინარე წლისათვის, ჯაფაროული და ისლარი არ არის.
რაც შეეხება ამ სოფლების ტერიტორიაზე არსებულ გაზსადენებს, ის არ არის შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საკუთრება. მიმდინარეობს მოლაპარაკება მათი კომპანიის საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის შესაძლო მოკლე დროში მიწოდების მიზნით, პირველ რიგში განხორციელდება ხსენებული გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები.“
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი