ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, ხარაგაულში გამოყოფილი ტყე-კაფების 70% გახსნილია. დარჩენილი 30% სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაიხსნება. მოქალაქეებს, რომელთაც საშეშე მერქანის შეძენა სურთ, ტყის მცველებს უნდა დაუკავშირდნენ.

ერთი კბმ შეშა სამი ლარი ღირს. ამას ემატება მოსაკრებელი სამი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება საპილოტე პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა გამზადებულ სამასალე და საშეშე მერქანს შეიძენს, სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია.

სოსო ფოფხაძე განმარტავს, რომ კომპანია, რომელიც სამასალე და საშეშე მერქანს დაამზადებს, ამ თვეში უნდა გამოვლინდეს. სამასალე და საშეშე მერქანი სარეალიზაციოდ, სავარაუდოდ, უბისაში დასაწყობდება.

გთავაზობთ ხარაგაულის სატყეო უბნების ტყის მცველების ტელეფონის ნომრებს.
რიკოთხევის სატყეო უბანი: ზაზა კაკოიშვილი – 595 09 55 56; ერასტი ღამბაშიძე – 595 000 362; დათო ტაბატაძე – 595 52 51 47; დათო სამხარაძე 595 00 30 75;
საქასრიის სატყეო უბანი: ვაჟა ბარბაქაძე – 595 52 51 38; ბესო სახვაძე – 591 100 569;
ბორითის სატყეო უბანი: ამირან გოგოლაძე – 595 525 172; გიორგი რიკაძე – 591 00 75 68;
მოლითის სატყეო უბანი: მამუკა ფერაძე – 595 09 55 28; ალი მურადოვი – 595 00 55 52;
წიფის სატყეო უბანი: გელა გუდაძე – 591 100 554;
ზვარეს სატყეო უბანი: პაპუნა ჭიპაშვილი – 595 00 30 64; ლაშა ლაცაბიძე – 595 00 60 56;
ვარძიის სატყეო უბანი: კახა ხიჯაკაძე – 599 89 88 47; გიორგი სახამბერიძე – 595 07 99 98.