

8 ოქტომბერს ხარაგაულში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში კენჭს ექვსი კანდიდატი იყრის.
საარჩევნო ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კენჭს მირზა ინასარიძე იყრის;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან – თამაზ ლომიძე;
რესპუბლიკური პარტიიდან – მიხეილ ჭიპაშვილი;
საარჩევნო ბლოკიდან – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – თემურ ფცქიალაძე;
„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან“ – უშანგი ბერაძე.
ხარაგაულის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში პარტიიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კენჭს ნიკო თოფურიძე იყრის.
თამაზ ლომიძე, მიხეილ ჭიპაშვილი და უშანგი ბერაძე გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად მუშაობდნენ.
მირზა ინასარიძე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრ „ულიჩინარის“ ექიმია.
თემურ ფცქიალაძე ყოფილი რაიკავშირის მეპაიეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
ნიკო თოფურიძე 2004-2005 წლებში ხარაგაულის რაიონის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობდა. ის სხვადასხვა წლებში კერძო და სახელმწიფო სექტორში საქმიანობდა – ინტერპოლის ეროვნულ ბიუროში, თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ელექტროსისტემაში.
ნიკო თოფურიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, თანაკლასელია.
ხარაგაულში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მიზეზი ყოფილი გამგებლის საპარლამენტო არჩევნებში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებაა.
ფოტოზე: #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე კანდიდატის დარეგისტრირებისას
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის