#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის, ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხარაგაულის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის ხუთი კანდიდატია დარეგისტრირებული:

საარჩევნო ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კენჭს მირზა ინასარიძე იყრის;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან – თამაზ ლომიძე;

რესპუბლიკური პარტიიდან – მიხეილ ჭიპაშვილი;

საარჩევნო ბლოკიდან – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – თემურ ფცქიალაძე;

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან“ – უშანგი ბერაძე.

პარტიას – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გამგებლობის კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია.

თამაზ ლომიძე, მიხეილ ჭიპაშვილი და უშანგი ბერაძე გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად მუშაობდნენ.

მირზა ინასარიძე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრ „ულიჩინარის“ ექიმია.

თემურ ფცქიალაძე ყოფილი რაიკავშირის მეპაიეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და „პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

გამგებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს, 8 სექტემბერს, 18 საათზე, დასრულდება.