

8 ოქტომბერს ხარაგაულში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
ამის მიზეზი ყოფილი გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, საპარლამენტო არჩევნებში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებაა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის, ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ხარაგაულის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის ორი კანდიდატია დარეგისტრირებული:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან – თამაზ ლომიძე;
რესპუბლიკური პარტიიდან – მიხეილ ჭიპაშვილი.
თამაზ ლომიძე და მიხეილ ჭიპაშვილი გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად მუშაობდნენ.
გამგებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია ხვალ, 8 სექტემბერს, დასრულდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების