

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე დაგვიკავშირდა და საიტზე „ახალი ნიუსი“ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთება გვთხოვა.
„ახალი ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ – ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატ კობა ლურსმანაშვილს ბორითში შეხვედრაზე მოსახლეობა დაუპირისპირდა და სოფლიდან ქვების სროლით გამოაძევა.
„გუშინ ბორითში შეხვედრაზე ვიმყოფებოდი, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – იქ არავითარი ექსცესი არ მომხდარა. ვინ ავრცელებს ასეთ დეზინფორმაციას, გაუგებარია. შეხვედრაზე სულ სხვა გარემო იყო, – კანდიდატ კობა ლურსმანაშვილის გამოსვლას მოსახლეობა ძალიან ყურადღებით უსმენდა. შეხვედრას დაახლოებით 200 მოქალაქე ესწრებოდა.“
პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, გუშინ შეხვედრები საქასრიასა და მაქათუბანშიც გაიმართა. მისივე თქმით, რაიმე ინციდენტი არც ამ სოფლებში მომხდარა.
მოსახლეობის კანდიდატთან დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებენ მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.
ბორითში მცხოვრები სულიკო დონაძე ამბობს, რომ გუშინ კობა ლურსმანაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა ბორითის კლუბის შენობაში საღამოს ექვსის ნახევარზე დაიწყო. ის შეხვედრას ბოლომდე ესწრებოდა.
„ბორითში არაფერი მომხდარა, – ამბობს სულიკო დონაძე, – როგორც ვიცი, უბისიდან დაიწყეს გუშინ შეხვედრები და ხევში დაასრულეს. რომელიმე სოფელში რაიმე ინციდენტის შესახებ არაფერი მსმენია.“
ბორითში მცხოვრები ნატო გაბუნია გვიამბობს, რომ ის გუშინდელ შეხვედრას არ დასწრებია. მან, ჩვენი თხოვნით, ბორითელებისგან და მაქათუბნელებისგან შეიტყო, რომ კანდიდატ კობა ლურსმანაშვილს არავინ დაპირისპირებია და შეხვედრებმა მშვიდად ჩაიარა.
„ბორითშიც ვიკითხე და მაქათუბანშიც, – ამბობს ნატო გაბუნია, – არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. შევიტყვე, რომ გუშინ მაქათუბანში ორმა ოჯახმა ღორის თაობაზე იდავა და ერთმანეთისთვის ქვები უსვრიათ.“
მაქათუბანში კობა ლურსმანაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მაქათუბნელი ემზარ კაპანაძე იმყოფებოდა. მან გვითხრა, რომ შეხვედრა ყოფილი კლუბის შენობაში გაიმართა. „შეხვედრის მიმდინარეობისას სრული სიმშვიდე იყო, – ამბობს ემზარ კაპანაძე, – ზედა მაქათუბანში მეზობლების დაპირისპირებაზე თქვეს რაღაც, მაგრამ დანამდვილებით არაფერი ვიცი.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ამომრჩევლებთან შეხვედრა სოფელ წიფაში
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის