

„ხარაგაულკეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსმა ნოდარ სხილაძემ 31 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.
ის „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
რა გახდა მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ამის შესახებ ბატონი ნოდარი განმარტავს, რომ „მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მისი გამოცდილება „ხარაგაულდასუფთავებაში“ უფრო გამოადგებათ.“
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ ნოდარ სხილაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„ნოდარ სხილაძემ გვითხრა, რომ ის პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ააიპის ხელმძღვანელობა, ჩემთვის ცოტა მძიმე აღმოჩნდაო, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – „ხარაგაულკეთილმოწყობის“ უფროსის თანამდებობაზე მისი საქმიანობით უკმაყოფილო არ ვიყავით. ამიტომ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის მოადგილედ მუშაობა შევთავაზეთ.“
„ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორად დავით ლაცაბიძე დაინიშნა. ის დღემდე „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი