

დოკუმენტური კინოს პროდიუსერი და რეჟისორი ნინო ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, წუხილს გამოთქვამს დიდებული ადამიანის, ეთერ ბიძინაშვილის, გარდაცვალების გამო:
„ორი დღის წინ იმერეთში ჩვენი ფილმის ერთ-ერთი გმირი გარდაიცვალა, – წერს ქალბატონი ნინო, – ეს არაჩვეულებრივი ქალი, ეთერი, ერთი წლის წინ გავიცანი.
მისი ხმა ჩვენს ფილმში ბუნების ხმაა.
მიუხედავად თავისი ასაკისა, 92 წლის იყო, დღემდე ხეების გადარჩენისთვის იბრძოდა, უნიკალური ნაძვების გადარჩენისთვის. ის იყო ნამდვილი მწვანე აქტივისტი, XXI საუკუნის აქტივისტი.
სანამ გამაცნობდნენ, გამაფრთხილეს, უცნაური ქალია… მთელი ცხოვრება ნაჯახით დასდევდა იმათ, ვისაც ხის მოჭრა უნდოდა ტყეში. ფიზიკურად იცავდა იქაურობას – ზვარეს ტყეს.
ზვარეში საუკეთესო მასწავლებლად ითვლება დღემდე, ლიტერატურას ასწავლიდა. თუმცა რაზეც არ უნდა დაგეწყო ლაპარაკი, ისევ ბუნებას, ხეებს უბრუნდებოდა. განიცდიდა იმას, რაც ახლა ზვარეს ირგვლივ ხდება – რკინიგზის მშენებლობის გამო ლანდშაფტის ცვლილება, ხეების მოჭრა, გვირაბების მშენებლობა.
იმასაც განიცდიდა, რომ სოფელი დაცარიელდა, ახალგაზრდებმა ზემო ზვარე დატოვეს და ძველი სკოლაც დაიხურა. სოფელმა სკოლა სარიტუალო დარბაზად აქცია. შეეგუა ამასაც, მაგრამ მისთვის ეს მაინც სკოლა იყო.
წელში მოხრილი, მაგრამ ამაყად დააბიჯებდა 100 წლოვანი სკოლის ეზოში, სადაც ყველა ხის ისტორია იცოდა. ეს ქალი იყო ნამდვილი სიმდიდრე ამ რეგიონის – ყველაზე თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ბოლო პერიოდში შევხვედრივარ“, – წერს ქალბატონი ნინო.
ნინო ორჯონიკიძის ფოტოები

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი