ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობასთან დაბა ხარაგაულში გაზიფიცირების პროექტის გაგრძელების თაობაზე. მისივე თქმით, ის შეხვდა კომპანიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს დავით ჯაიანს და მიიღო პირობა, რომ დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობას მიმდინარე წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი მიეწოდება. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობა კვლავინდებურად ისარგებლებს განვადებით. გამგებლის თქმით, 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება დაიწყება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების