

ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე, ქვიშის ფრენბურთის ტურნირი მიმდინარეობს.
უკვე მეოთხე ზაფხულია, ტურნირი ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება და მასში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები მონაწილეობენ.
წლევანდელ ტურნირში 20 გუნდი ჩაერთო.
ქვიშის ფრენბურთის ფინალი 27 აგვისტოს გაიმართება.
გამარჯვებულ გუნდს თასი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა. გამოვლინდებიან ტურნირის საუკეთესო მონაწილეები.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების