

დღეს, 26 აგვისტოს, ვახანში დოღში, ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში ტრადიციული შეჯიბრებები გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრებებში ვახანელ ახალგაზრდებთან ერთად სპორტსმენები ხარაგაულის სოფლებიდან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობენ.
დოღში ჩრდილელმა მიხეილ დალალიშვილმა გაიმარჯვა.
ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ ვახანელი შმაგი ცუცქირიძე, საუკეთესო მებრძოლად კი – ხარაგაულელი ევსევი შველიძე დასახელდა.
ყველაზე ტექნიკური მკლავჭიდელის ტიტული კიცხელმა მალხაზ სარალიძემ მოიპოვა.
ტრადიციული ტურნირი ვახანში 1991 წლიდან ტარდება. 2012 წელს ტურნირს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის, სახელი მიენიჭა.
ტურნირი ხარაგაულის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.
სპორტულ დღესასწაულს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე მოხარულია, რომ ხარაგაულში ასეთი ტრადიციული სპორტული დღესასწაული იმართება. „იმედი მაქვს, მსგავსი ტურნირები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც ჩატარდება“.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი