

დღეს საღანძილის მოსახლეობას მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ხურცილავა შეხვდა.
საღანძილელები ეკოლოგიური პრობლემების მიზეზად რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობასა და სოფელში ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმო შპს „ნიუ სფეისს“ მიიჩნევენ.
ზურაბ ხურცილავამ მოსახლეობას განუმარტა, რომ ინსპექტირების სამსახურმა აღნიშნული ობიექტი შეამოწმა და ადგილზე წყლის სინჯები აიღო. გამოვლინდა დარღვევები და გარემოზე მიყენებული ზიანის გამო შპს „ნიუ სფეისი“ 51 ათასი ლარით დაჯარიმდა.
„წყლის დაბინძურების თაობაზე მასალები გადაგზავნილია სასამართლოში, – აღნიშნა საღანძილეში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზურაბ ხურცილავამ, – დაახლოებით ორ კვირაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ნიუ სფეისს“ მიეცემა გონივრული ვადა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად – კომპანია ვალდებულია დააყენოს სალექარები და წყლის ფილტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდება წყალჩაშვების პირობა.“
ზურაბ ხურცილავას თქმით, უახლოეს ხანში მოსახლეობას შეატყობინებენ სპეციალისტების დასკვნას, თუ რამ დააბინძურა მდინარე – ქიმიურმა ნივთიერებამ თუ შეწონილმა ნაწილაკებმა.
საღანძილის მოსახლეობას დღეს ახალი რკინიგზის მშენებელი ორგანიზაცია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ინჟინერი გიორგი ქაჯაია შეხვდა.
საღანძილეში მაღალი ტვირთამწეობის მანქანების გადაადგილების გამო გზაზე მუდმივად მტვერი დგება.
გიორგი ქაჯაია საღანძილელებს დაპირდა, რომ სოფლის დასახლებულ მონაკვეთში 800 მეტრი სიგრძის გზა მოირწყვება. ამისთვის საჭირო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღანძილის მოსახლეობამ ეკოლოგიური პრობლემების გამო გზა გადაკეტა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი