kharagaulis satyeo ubansსინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წინ მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი გველოდება. ამიტომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახების შეშით მომარაგება. იმის მიუხედავად, რომ 1 მ3 შეშა არც ისე ძვირია, ოჯახს საშუალოდ ზამთარში სამყოფი შეშა 500 ლარამდე მაინც უჯდება.

ხარაგაულის სატყეო უბნის დირექტორი გია ჭიპაშვილი შეშის მოპოვების კანონიერ პროცედურებს განმარტავს:

-მოქალაქე, რომელსაც შეშის მოპოვება სურს, უნდა დაუკავშირდეს შესაბამისი უბნის ტყის მცველს, რომელიც მას კოდს მისცემს. ამის მიხედვით მოქალაქე ბანკში გადაიხადის თანხას და მიიღებს ქვითარს. შეშას მოიპოვებს მობეჭდილ ტყეკაფში. ტყის მცველი შესაბამის საშეშე ბარათს შეშის ტყიდან წამოღების დროს ამოუწერს. შეშა აუცილებლად უნდა იყოს დაკოტრილი.

აქვე გეტყვით, რომ 1 მ3 შეშის – რცხილისა და წიფელის ღირებულება 6 ლარია.

გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, მათი სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, მოსახლეობას გვერდით დაუდგეს და შეშის კანონიერად მოპოვებაში დაეხმაროს. ჯარიმას, რომელიც შეშის უკანონო მოპოვებისთვის არის განსაზღვრული, ტყეზე მიყენებული ზიანი ემატება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.

გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, წელს, წინა წლებთან შედარებით, შეშის კანონიერად მოპოვების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია. სექტემბრისთვის უკვე რეალიზებულია 9 ათასი მ3 საშეშე მერქანი. მისივე თქმით კი, გასულ წელს 5 ათასი მ3 იყო რეალიზებული. გია ჭიპაშვილის ვარაუდით, წლის ბოლომდე დაახლოებით 23 ათას მ3 საშეშე მერქანი იქნება რეალიზებული.

ხარაგაულის სატყეო უბანს 13 ტყის მცველი ეყოლება, რაც, გია ჭიპაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ტყის დაცვას, ასევე მოსახლეობის მომსახურებას.

გთავაზობთ ხარაგაულის სატყეო უბნის დირექტორის, მეტყევე სპეციალისტებისა და ტყის მცველთა ტელეფონის ნომრებს. ცვლილების შემთხვევაში ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ:

გია ჭიპაშვილი – 599 89 88 76;

მეტყვევე სპეციალისტები:

ალექსი ხაჩიძე – 599 88 22 10;

ზაზა მაჩაიძე –  595 000 357;

ტყის მცველები:

ერასტი ღამბაშიძე (რიკოთხევი) – 595 000 362;

ვაჟა წიქარიშვილი (რიკოთხევი) – 599 89 88 45;

დავით სამხარაძე (რიკოთხევი) – 598 61 11 03;

დემური კურტანიძე (რიკოთხევი) – 599 22 60 54;

ლევან სახვაძე (ბორითი) – 555 48 95 98;

პაპუნა ჭიპაშვილი (ბორითი) – 595 46 91 08;

გიორგი რიკაძე (წიფა) – 595 000 683;

სოსო ფოფხაძე (საქასრია) – 595 000 390;

ნიკოლოზ მაღრაძე (ზვარე) – 595 000 399;

პაატა ბურჯანაძე (ზვარე) – 595 96 16 56;

თამაზ ვეფხვაძე (მოლითი) – 595 45 93 48;

ალი მურადოვი (მოლითი) – 593 15 10 25;

კახა ხიჯაკაძე (ვარძია) – 599 89 88 47.

ნინო კაპანაძე