

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის პროექტის „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის“ ფარგლებში დღეს, 19 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწოდოს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ იურიდიულ, პროცედურულ და სამართლებრივ საკითხებზე,“ – აღნიშნა შეხვედრაზე პროექტის დირექტორმა, გამომცემლობა „პოსტსკრიპტუმის“ მთავარმა რედაქტორმა ნატო გუბელაძემ.
პროექტის იურისტმა პაატა ცნობილაძემ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების გამიჯვნაზე, საქართველოს პარლამენტის როლზე ისაუბრა.
როგორ და რატომ ვირჩევთ პარლამენტს, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ამომრჩევლის ხმას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წინასაარჩევნო აგიტაციისას, – ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო აღმოჩნდა შეხვედრის მონაწილეებისთვის.
ახალგაზრდა ამომრჩევლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ყველა ქალაქსა და სოფელშია აუცილებელი.
პროექტი „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის“ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერაა დაფინანსებული.
შოთა ლომიძის ფოტოები
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის