

ოცი წელია, ხარაგაულელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მომლოცველები 19 აგვისტოს, უფლის ფერიცვალების დღესასწაულს, მთა რკინიჯვარზე აღნიშნავენ.
რკინიჯვარის მთა გამორჩეული ადგილია მართლმადიდებლებისთვის, რადგან აქ პირველ საუკუნეში ქრისტეს მოწაფემ, ანდრია პირველწოდებულმა, რკინის ჯვარი აღმართა. ამიტომ ეწოდება მთას რკინიჯვარი.
დღეს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველო სახლის მოძღვარ მამა ანტონთან (სულთანიშვილი) და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად რკინიჯვარზე სადღესასწაულო პარაკლისი აღავლინა.
მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია და უკავშირდება იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ეპიზოდს, როდესაც მაცხოვარი თავის სამ მოწაფესთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა და მათ წინაშე ფერი იცვალა.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი