

ერთ თვეზე ნაკლები რჩება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. 15 სექტემბერს ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის კარს 21 პირველკლასელი შეაღებს.
პირველსავე დღეს მათ საინტერესო საჩუქარი ელოდებათ. N3 საჯარო სკოლის 1990 წლის კურსდამთავრებულმა, მშობლიურ სკოლაზე უზომოდ შეყვარებულმა ნინო კიკნაძემ მშობლიური სკოლის ყველა პირველკლასელს დედაენის ახალი სახელმძღვანელო უსახსოვრა.
ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ქალბატონი ნინო ჩვენი სკოლის დიდი ქომაგი და მეგობარია, – ამბობს სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე, – მან გასულ სასწავლო წელს სკოლის საუკეთესო მოსწავლეები ექსკურსიით წაახალისა. წელს კი გვპირდება, რომ ყველაზე საუკეთესო კლასს, წარჩინებითა და ყოფაქცევით გამორჩეულს, სასწავლო წლის ბოლოს დაუვიწყარ ექსკურსიას მოუწყობს.
გმადლობთ, ქალბატონო ნინო! გვჯერა, ჩვენი სკოლის მოსწავლეები როდესაც თქვენსავით წარმატებულები იქნებიან, როდესაც ხარაგაულის სახელს ჩვენი ქვეყნის გარეთ გაიტანენ, ისევე იზრუნებენ მშობლიურ სკოლაზე, როგორც თქვენ!“
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი