

20-21 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, მარელისის ხერგილზე თორმეტი საუკეთესო მოლაშქრეთა კლუბის ფინალი გაიმართება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის, ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, პროექტს მოლაშქრეთა ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.
მიზანი მოლაშქრეთა კლუბების განვითარება და საქართველოს ბიომრავალფეროვნების გაცნობაა.
ბერიკა თურმანიძე მოხარულია, რომ ფინალს ხარაგაული მასპიძლობს.
„მოლაშქრეთა ფედერაციის პრეზიდენტთან და სპორტის სამინისტროსთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობით გადაწყდა, რომ ფინალი მარელისის ხერგილზე გაიმართება, – ამბობს ბერიკა თურმანიძე, – ლაშქრობა რვაკილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ფინალში ხარაგაულის მოლაშქრეთა გუნდიც მონაწილეობს.“
მოლაშქრეთა ფინალის ჟიურის წევრები არიან საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მისი მოადგილე ეკა გრიგალავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მოისწრაფიშვილი, ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორი ავთო მჭედლიძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი ლევან თაბუნიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი