

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში საბუთების წარდგენა დასრულდა.
73 მაჟორიტარული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 3 617 საარჩევნო უბანში ექვს-ექვსი წევრი უნდა შეირჩეს.
#51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქში სულ 74 საარჩევნო უბანია – 37 ხარაგაულში, 30 ბაღდათში, ხოლო შვიდი – ზესტაფონში.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, ხარაგაულში საარჩევნო უბნების წევრობის 310 კანდიდატია. მათგან 222 უნდა შეირჩეს.
ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ სიგუნავას ინფორმაციით, ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბნის წევრობის სურვილი 358-მა კანდიდატმა გამოთქვა. მათგან ასევე 222 წევრი უნდა შეირჩეს.
კონკურსანტთა საბუთებს ბაღდათის საოლქო კომისია განიხილავს და ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გამოავლენს.
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება