ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა „მოხალისე არქეოლოგებს“ უმასპინძლა. მათთვის მუზეუმის ეზოში გამოყოფილ პატარა ადგილას მიწაში ჩაფლული იყო საძიებელი ექსპონატები და ბავშვები პატარა ნიჩბებით ამ ნივთებს ეძებდნენ. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელი ვაჟები მიწაში ექსპონატებს ეძებდნენ, გოგონები აღმოჩენილ ნივთებს ასუფთავებდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი დღიურს აწარმოებდა. პროექტს ხელმძღვანელობდა მუზეუმის რეგისტრატორი სოფო ჩუბინიძე, მან გვითხრა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვებმა თავიანთ კარ-მიდამოში ნაპოვნი ნივთი მოიტანონ მუზეუმში, რადგან შეიძლება ის ჩვენი რაიონის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდეს. მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „ასეთი სახის პროექტები აუცილებლად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ პროექტის „მოხალისე რესტავრატორები“ განხორციელებას. შევეცდებით, ამ პროექტებში ყველა სკოლა ჩავრთოთ.“
„მოხალისე არქეოლოგებს“ ღონისძიების ბოლოს სერთიფიკატები გადაეცათ.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,