

არასამთავრორბო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ორგანიზებით ხარაგაულში, უკვე ხუთი წელია, ქუჩის კალათბურთის ტურნირი ტარდება.
ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მირიან შარიქაძის, ინფორმაციით „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ 2011 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე სხვადასხვა სპორტული, საქველმოქმედო თუ საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა.
„ვცდილობთ, ყველა ღონისძიება ნაკლები წესებითა და მეტი სანახაობით ჩავატაროთ. კალათბურთი წამყვანებით, მუსიკითა და განათებების თანხლებით უფრო საინტერესოა,“ – ამბობს მირიანი.
სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის, თენგიზ ჭიპაშვილის და მარინა ჭიპაშვილი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპულთა მემორიალთან ახალგაზრდული ტურნირი მუსიკისა და ფეიერვერკების თანხლებით არ უნდა ტარდებოდეს. მისივე თქმით, თამაშის დროს ბურთი მონუმენტს აზიანებს.
ქუჩის კალათბურთის ერთ ერთი ორგანიზატორის ლაშა გელაშვილის თქმით, გასულ წლებში ტურნირი მინი სტადიონზე ტარდებოდა, რომელიც ამჟამად დანგრეულია.
„ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ქუჩის კალათბურთი გაიმართოს, კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელია, – ამბობს ლაშა გელაშვილი, – შევუკვეთეთ ბანერები, რომელიც ჩამოეფარება მონუმენტს და ბურთის მოხვედრის რისკი მაქსიმალურად შემცირდება.
ქუჩის კალათბურთის ფინალი 20 აგვისტოს გაიმართება.
შოთა ლომიძის ფოტოები.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი