qveynis siyvaruliიმერეთის კარიბჭე – ხარაგაული ბუნების განუმეორებელი მშვენიერებით, სტუმარ-მასპინძლობით, ადამიანთა კეთილშობილებით, იმერული სიდარბაისლით გამოირჩევა. შორეული წარსულიდან მოდის მისი ისტორია.

პირველ ოქტომბერს ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში (გამგე სოფო ლაცაბიძე) გამართული ღონისძიება „ჩემი ხარაგაული“ სწორედ ხარაგაულსა და მისდამი დამოკიდებულებას მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი ლალა ვეფხვაძე.

ღონისძიებაზე მისული სტუმრები და ღონისძიების ორგანიზატორები იზა ვეფხვაძის წიგნიდან „ხარაგაული“ ჩვენს რაიონზე მიძღვნილ გამოთქმებსა და ლექსებს კითხულობდნენ. თავიანთი უბადლო შესრულებით საღამო გაალამაზეს სტუმრებმა ირინე ჩხეიძემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ნიკო წიკლაურმა, ლუიზა კიკნაძემ, თამთა კიკნაძემ. თავიანთი არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემებით კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ნინო ავალიშვილმა, ცოტნე კიკნაძემ და სანდრო ჭიპაშვილმა.

„როცა გავეცანი იზას წიგნის მესამე ნაწილს, იმდენად დადებითი ემოციით დავიტვირთე, მაშინვე მომივიდა იდეა, ჩაგვეტარებინა ასეთი ღონისძიება, – გვითხრა ლალა ვეფხვაძემ, – ღონისძიებაზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სივიწროვის გამო ყველას მოპატიჟება ვერ შევძელით. ამ ღონისძიებით მოვეფერეთ ხარაგაულს. ქვეყნის სიყვარული ხომ ჩვენი კუთხის, ჩვენი რაიონის სიყვარულით იწყება.

თამთა გოგოლაძე