

დიდვაკის დასახლებაში გამავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55) ძირულა – ხარაგაული – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 21 კმ (სოფ. დიდვაკის ტერიტორია) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი დღეს, 11 აგვისტოს, გამოაცხადა. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 837 მეტრია.
ტენდერში მონაწილეობის მსურველი მშენებელი ორგანიზაციებიდან წინადადებების მიღება 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საავტომობილო გზის დიდვაკის მონაკვეთის რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 997 791 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი