

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გამგებლის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
გამგებლის საქმიანობის შესახებ მოსაზრება გამოთქვა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი თქმით, „კობა ლურსმანაშვილმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, განახორციელა ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები“.
ვარლამ ჭიპაშვილს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი არ დაეთანხმა. მან კოლეგებს შეახსენა, რომ გამგებელმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ საკრებულოს პირველივე სხდომაზე ხელფასი გაიზარდა, არაერთხელ აიღო პრემია, ჩაიბარა ხარვეზებით შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
დეპუტატებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საკრებულოს ბიუროს სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი არ ესწრებოდა.
გამგებლის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ბიუროს წევრებმა ხვალ, 11 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.
ხვალ დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილავენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსების წესში ცვლილებას. კერძოდ: საკრებულოს მიერ განსაზღვრულ საარჩევნო-სააგიტაციო მასალების გამოსაფენ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა თანაბრობა უნდა დაიცვან; საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ გააკრან შემდეგი ზომის A2 ფორმატის საარჩევნო პლაკატი – სიგრძე 60 სმ. სიგანე – 42 სმ; საარჩევნო სუბიექტების მიერ გამოსაფენი სააგიტაციო მასალების რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის