

სოფელ ლახუნდარაში მცხოვრები გია დევდარიანისა და ამირან სამხარაძის ოჯახები, უკვე ორი წელია, მეაბრეშუმეობით დაინტერესდნენ.
გია დევდარიანის მეუღლე, მეაბრეშუმე დარეჯან კოღუაშვილი ამბობს, რომ „ბოლო პერიოდში ჭიებს ვირუსი შეეყარათ და იღუპებიან. სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნარგიზი ბარამიძემ გვირჩია, რომ მათთვის საკვებად ნივრის სიროფში გამოყვანილი თუთის ფოთოლი მიგვეწოდებინა. ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ბევრი ჭია დავკარგეთ.“
დარეჯან კოღუაშვილის თქმით, აბრეშუმის ჭიები უკვე პარკის მოქსოვას იწყებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში მურმან არჯევანიძე ამბობს, რომ ჩინური კომპანია „ჰოალინგის“ წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან, საქართველოში აბრეშუმის ქსოვილის დამამზადებელი ფაბრიკა გახსნან.
ხარაგაულში ყოფილი გამთიშველების ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება აბრეშუმის პარკის გამოსაყვანი და პარკიდან ძაფის ამომხვევი საამქროს აშენება.
გია დევდარიანისა და ამირან სამხარაძის მეურნეობა დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ მოინახულა.
„მეაბრეშუმეობა ძალიან საინტერესო და შრომატევადი პროცესია. ვისურვებ, საქარველოში აღდგეს აბრეშუმის წარმოება და ამ ადამიანებს შრომა დაუფასდეთ,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის